ილონ მასკი

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის

Carina Johansen/NTB/AFP/Getty Images

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. Forbes-ისა და Bloomberg-ის თანახმად, მასკს ფრანგული ფუფუნების საგნების ბრენდის, LVMH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარ არნომ გადაუსწრო. კომპანია LVMH Louis Vuitton-ის, Dior-ის, Sephora-სა და სხვა ბრენდების მფლობელია.

Forbes-ის თანახმად, ილონ მასკის ქონება ახლა, დაახლოებით, $178 მილიარდია, ხოლო არნოსი $188 მილიარდი.

წლის განმავლობაში LVMH-ის აქციების ფასი ძირითადად უცვლელი იყო, თუმცა მილიარდელთა სიაში მასკის ჩამოქვეითება Tesla-ს აქციების ფასის კლებამ გამოიწვია.

Tesla-ს აქციები ფასის დაცემის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ილონ მასკის მიერ Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვასა და თანმდევ სკანდალს ასახელებენ.

კომენტარები