არჩევნები ენმ-ში

კობახიძე ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე: ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელები არიან

პრინციპში, ნაციონალურ მოძრაობაში რა ხდება, საინტერესოც არ არის. ერთადერთი, საინტერესო არის ის, რომ ეს პარტია თანდათანობით სუსტდება და ამას საზოგადოება უყურებს. ეს კარგია იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ჯანსაღი მიმართულებით განვითარდეს. ენმ-ს ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი კანდიდატები ჰყავს. ეს არის ყველაზე კარგი, რაც უნდა აღინიშნოს. საზოგადოება ამას დაინახავს და ამ სრულ სიბნელესა და მეორე მხარეს, სინათლეს შორის არჩევანს გააკეთებს. სიბნელეში ვგულისხმობ სიბნელეს ყველანაირი გაგებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ამჟამად, პარტიას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი.

კომენტარები