მიხეილ სააკაშვილი

ოცნების დეპუტატი: ფოტიგას გადასაწყვეტი არ არის, რა ხდება საქართველოში

ანა ფოტიგა არც პროკურორია და არც მოსამართლე. აქ არის სამართლებრივი სახელმწიფო და სახელმწიფო იღებს [გადაწყვეტილებას]. პარლამენტში ნებისმიერმა პარლამენტის წევრმა რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ იხელმძღვანელოს იმ გამონათქვამით, რასაც გამოთქვამს. უნდა იხელმძღვანელოს კანონით, წესით... არსებობს კანონი, წესი და ისე გაკეთდება ეგ თემა. ხომ დაინიშნა სასამართლო? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებას, ის გადაწყვეტილება იქნება საბოლოო. 

ფოტიგას გადასაწყვეტი არ არის, რა ხდება საქართველოში, საქართველოში გადასაწყვეტი არის კანონმდებლობიდან გამომდინარე ყველა თემა. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბეჟან წაქაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგაზე. გუშინ, 12 დეკემბერს ევროპარლამენტარებმა  - ანა ფოტიგამ და მირიამ ლექსმანმა მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან ერთად ბრიფინგი გამართეს. 

კომენტარები