მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ვოლსკი: სააკაშვილზე შეფასება სასამართლომ უნდა გააკეთოს და არა ფოტიგამ და ლექსმანმა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგასა და მირიამ ლექსმანის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, სააკაშვილის თემაზე სამართლებრივი შეფასება სასამართლომ უნდა გააკეთოს და არა ევროპარლამენტარებმა.

"მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, პირველ რიგში ჯანდაცვის ექსპერტმა უნდა ისაუბროს და რასაკვირველია, ამასთანავე, სამართლებრივი შეფასება სასამართლომ უნდა გააკეთოს და არა ფოტიგამ, ლუქსმანმა თუ გლუკსმანმა, ნებისმიერმა ადამიანმა [...] საერთოდ, ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულია. განსაკუთრებით, აი ამ სკანდალის შემდეგ, რაც კორუფციას ეხება, რამაც შეიძლება საკმაოდ სერიოზული მასშტაბი მიიღოს, ვინაიდან, აქ არის ფულის სანაცვლოდ რაღაც გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა კონკრეტული ქვეყნის მხრიდან". - ამბობს გიორგი ვოლსკი.

სტრასბურგში, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა - ედუარდ სააკაშვილმა, გიული ალასანიამ და სანდრა რულოვსმა ევროპარლამენტარებთან, ანა ფოტიგასა და მირიამ ლექსმანთან ერთად ბრიფინგი გამართეს.

კომენტარები