ბიბლიური თავისუფლება

თავდაცვის მინისტრი ბიბლიურ თავისუფლებაზე: ამ სიმახინჯეებს აღმოვფხვრით

აღარ იქნება დატოვებული ისეთი საშუალებები თავის არიდების, როგორიც არის დღეს, ეს არის სიმახინჯე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და ჩვენ ამ სიმახინჯეებს ყველაფერს აღმოვფხვრით... მაგალითად, წელს თუ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ლეგალური მიზეზებით თავი აარიდა 12 000-მა პირმა, აქედან 10 000-მა ისარგებლა სწორედ ამ შემთხვევით, გირჩს ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ლოგიკური, არც კანონიერი და არც სამართლიანი. არ შეიძლება, რომ ესეთი საშუალება დავტოვოთ ჩვენ ქვეყანაში, ეს პირდაპირპროპორციულად აზიანებს ჩვენს უსაფრთხოებას.

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ახალ კოდექსზე. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხურება "ვითომ რელიგიური ორგანიზაციები", რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ. ღარიბაშვილმა პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულ ბიბლიური თავისუფლების დახურვაზე ისაუბრა. თავდაცვის კოდექსი, რომელშიც სავალდებულო გაწვევის შესახებ ცვლილებები შევა, 2025 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება.

კომენტარები