პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა, რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, თუ არ ვცდები, მილიონამდე ქართველი. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ იყოს პირდაპირი ფრენები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
საქართველო-რუსეთი
კალაძე: თუ რუსეთი პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ
tbl.ge/67lq
დაკოპირდა

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბარში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებისა და ვიზალიბერალიზაციაზე, "თუ აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება".
საქართველო-რუსეთიქართული ოცნებაკახა კალაძერუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროპირდაპირი ფრენები რუსეთთან
ამავე თემაზე
- ზახაროვა: საქართველომ, EU-ს უხეში ზეწოლის მიუხედავად, მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია
- სებ-ს ჰქონდა რეაგირება, დანარჩენი საინტერესო არაა – კობახიძე სანქცირებულ კომპანიებზე
- UK-ის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია 1 პირი - საგამოძიებო
- რუსულ სავაჭრო ბირჟებზე ფოკუსირებულ 3 ქართულ კომპანიას ვასანქცირებთ – ბრიტანეთი
- ოლისოვი შიო III-ს: ვიმედოვნებ, ხელს შეუწყობთ რუსეთ-საქართველოს ეკლესიათა კავშირის გამყარებას




