საქართველო-რუსეთი

რუსეთის საგარეო: საქართველოსთან ფრენების აღდგენა გამორიცხული არაა, საჭიროა წინაპირობები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებისა და ვიზალიბერალიზაციაზე, "თუ აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება".

"რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება. ცნობილია თბილისში არსებული პირობები, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას". – თქვა გონჩარმა.

რუსმა დიპლომატმა თქვა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ორნიშნა ციფრამდე სწორედ რუსეთიდან შემომავალი ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის წყალობით გაიზარდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ. ამავე დღიდან შევიდა ძალაში რუსეთის  ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ რუსული ავიახაზების აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების მთავარი პირობა "საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების რისკების გაქრობაა".

კომენტარები