მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილი სასჯელს პრივილეგირებულ პირობებში იხდის

მე ძალიან მარტივად ვუყურებ. მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ის თავის სასჯელს იხდის, როგორც ყველა სხვა მსჯავრდებული, ოღონდ უკეთეს პირობებში, რაღაცნაირად პრივილეგირებულ პირობებში. მე მგონია, რომ ეს მართლმსაჯულების პროცესია და არა პოლიტიკური პროცესი. ვინმეს თუ უნდა, რომ ეს პოლიტიკურ პროცესად აქციოს, შეეცადოს. ის ვერ გადაუწყვეტიათ, პარტიის თავმჯდომარე ვინ ეყოლებათ და მათი აქციებით ვის რას უზამენ, ან სამართლებრივ პროცესს პოლიტიკურით როგორ ჩაანაცვლებენ, მე ვერ ვხვდები და თვითონ თუ ხვდებიან, გამართონ აქციები და იყვნენ.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი. 

კომენტარები