პატიმრების გაცვლა

აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების კვლავ გაცვლა შესაძლებელია - პუტინი

ვიქტორ ბუტი ბანკოკის სასამართლოში, 2009 წელი.

10 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ აშშ-რუსეთის პატიმრების გაცვლა შესაძლებელია, თუ მოსკოვი და ვაშინგტონი კომპრომისზე წასვლას შეძლებენ.

პუტინმა ისაუბრა მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა პატიმრები -  რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი და ორგზის ოლიმპიელი, ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი გაცვალეს.

ყირგიზეთში სამიტის შემდეგ დასმულ კითხვაზე, შეიძლება თუ არა სხვა პატიმრების გაცვლა, პუტინმა უპასუხა, რომ "ყველაფერი შესაძლებელია" და აღნიშნა, რომ მათ შეძლეს "კომპრომისზე წასვლა", რამაც 8 დეკემებერს გრაინერის ბოუტით გაცვლა გახადა შესაძლებელი.

გრაინერის გათავისუფლებაზე მოლაპარაკების მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთ პატიმარის -  პოლ უელანის დახსნა ვერ მოახერხა. ყოფილი საზღვაო ქვეითი რუსეთში 2018 წლის დეკემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და 2020 წელს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამერიკის მთავრობა და უელანის ოჯახი რუსეთის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი ვერ ხედავენ უილანის გათავისუფლების უშუალო გზას. მიუხედავად ამისა, მათ აქვთ იმედი, რომ რუსებთან საკომუნიკაციო არხები კვლავ ღიაა და უსამარლოდ დაპატიმრებული უილანის განთავისუფლება შესაძლებელია.

“ჩვენ ვიმახსოვრებთ რაც ბატონმა პუტინმა თქვა, ვნახოთ, რას გააკეთებს ის სინამდვილეში”. - ამბობს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი.

პუტინმა თქვა, რომ 8 დეკემებერს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებაზე სხვა საკითხი არ განხილულა. 

„შეიძლება თუ არა ამან შექმნას საფუძველი შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის, ეს ცალკე საკითხია. ჯერ არ გაგვჩენია სხვა ტიპის მოლაპარაკებებზე გადასვლის სურვილი, მაგრამ ეს მაინც ქმნის გარკვეულ ატმოსფეროს”. - თქვა მან. 

საზღვარზე მარიხუანის გადატანისთვის დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრე ვიკტორ ბუტში გაცვალეს. გრაინერი თებერვალში  შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრაინერმა სასამართლოზე განმარტა, რომ გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და კარტრიჯების რუსეთში ჩატანა განზრახ არ უცდია. კალათბურთელმა ბრალი აღიარა, სასამართლომ გრაინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიკტორ ბუტი ცნობილი რუსი იარაღით მოვაჭრეა. 2008 წელს ის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით ამერიკელმა სამართალდამცავებმა დაიჭირეს, 2012 წელს ბუტს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი ზედმეტსახელია "სიკვდილით მოვაჭრე", 2005 წელს მისი ბიოგრაფიის მიხედვით ფილმი იარაღით მოვაჭრე გამოვიდა, რომელშიც ბუტის პროტოტიპის როლი ნიკოლას კეიჯმა შეასრულა.

კომენტარები