უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

კობახიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე: იმედია, მინდა მწამდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან წასული უკრაინაში, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, რომ ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის. ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას და იქ არის, რა თქმა უნდა, ეს არ არის ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. ამიტომ, რაღაც ზღვარი უნდა გაევლოს...

თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, რა თქმა უნდა, გმირია. მაგალითად, ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვიღაცა მიდიოდეს. მე იმედი მაქვს, მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა...

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე. 

კომენტარები