რაც შეეხება გენერატორებს. საზოგადოების წინაშე ამას წარმოაჩენენ ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. დვიჟოკებს. ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რა გახდა "დვიჟოკების" გაგზავნაო. ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე. მაგალითად, მადრიდის რეალმა, რომელიც არის რამდენიმე მილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას და ხალხს გაეცინა, ეგონათ რომ 20 "დვიჟოკი" გადასცეს. სინამდვილეში საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რომელიც საქართველოში არც არის. ჩვენ შეიძლება ფინანსურად დავეხმაროთ უკრაინას გენერატორების ყიდვაში და ჰუმანიტარული კუთხით იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი მხარდაჭერა. ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გააგზავნოს "დვიჟოკები", რაც არის ტყუილი. ერთადერთი ჩვენ რაც შეგვიძლია, სადმე, სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და მერე გავაგზავნოთ უკრაინაში. ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჩვენ პრობლემა არ გვქონია და პირიქით, ძალიან ხელგაშლილებიც ვიყავით, მაგრამ საზოგადოებას ნურავინ მოატყუებს, რომ უკრაინა ჩვენ გვთხოვს "დვიჟოკების" გაგზავნას.
საქართველო-უკრაინა
კობახიძე: საზოგადოებას ნურავინ მოატყუებს, რომ უკრაინა ჩვენ გვთხოვს "დვიჟოკების" გაგზავნას
tbl.ge/67ic
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ 1 თვის წინ საქართველოს მთავრობას გენერატორები სთხოვეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




