საქართველო-უკრაინა

ხელაშვილი: უკრაინა აბსოლუტურ სასოწარკვეთილებაშია, გაგებით მოვეკიდოთ დიპლომატების უხეშობას

ბატონი კასიანოვი უკრაინის დიპლომატიაში არ არის გამონაკლისი. მსგავს განცხადებებს აკეთებდა უკრაინის ელჩი გერმანიაში და კიდევ ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. ძალიან ძნელი სათქმელია, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, მაგრამ, მე ვფიქრობ გაგებით უნდა მოვეკიდოთ უკრაინული დიპლომატიის ამ გარკვეულ უხეშობას და არაპროფესიონალიზმს, ვინაიდან მათი ქვეყანა არის აბსოლუტურ სასოწარკვეთილებაში, ძალიან რთულ პოზიციაში და ცდილობს გაუმკლავდეს აგრესორ, უზარმაზარ ბირთვულ სახელმწიფოს.

ბუნებრივია, რომ ამ დროს, ნებისმიერი უკრაინელი დიპლომატის დავალებაა, რომ ნებისმიერ დახმარება მიიღოს უცხო ქვეყნებისგან და ასევე, თუ შესაძლებელია სადმე, რაიმე სახის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ, თუნდაც ეს სხვა ქვეყნის ომში ჩართვას ნიშნავდეს, ესეც გააკეთოს.

შესაბამისად, მე არ მიკვირს ბატონი კასიანოვის ლამის პირდაპირი მოწოდებები, ასევე, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის დანილოვის ამასწინანდელი განცხადება, რომ კარგი იქნება თუ უკრაინელი ხალხის გარდა, სხვა ხალხებიც დაიღუპებიან და მათი ქალები და ბავშვები. მესმის მათი პოზიცია, თუმცა შეუძლებელია, რომ ქართველი ადამიანი ამას რამენაირად დაეთანხმოს.

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ხელაშვილი TV იმედზე. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა 6 დეკემბერს თქვა, რომ 1 თვის წინ საქართველოს მთავრობას გენერატორები სთხოვეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. მანვე აღნიშნა, რომ "მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და, როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების ტექნიკის მიწოდებაზე".

კომენტარები