რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მადრიდის რეალი უკრაინას 20 გენერატორს გადასცემს

საფეხბურთო კლუბი მადრიდის რეალი საკუთარი ფონდის მეშვეობით, უკრაინას დასახმარებლად 20 გენერატორს გადასცემს. ამ ნაბიჯით, გუნდი დონეცკის შახტარის სოლიდარობის ინიციატივას დაუჭერს მხარს, რომელიც ზამთრის მოსვლასთან ერთად, უკრაინის მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად.

უკრაინულმა საფეხბურთო კლუბმა, დონეცკის შახტარმა ევროპულ გუნდებს მიმართა, რომ დაეხმარონ გენერატორების მოპოვებაში, რაც უკრაინელ ხალხს ზამთრის პერიოდის უკეთესად გადასალახად დაეხმარება. მადრიდის რეალი 20 გენერატორს უკრაინის სხვადასხვა ოლქში გაანაწილებს.

რუსი ოკუპანტები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას პერიოდულად ახორციელებენ. უკრაინის ენერგეტიკულ ქსელებზე იერიშების შედეგად, მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კომენტარები