საქართველოს კინოთეატრები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – დეკემბრის მთავარი კინოპრემიერები

Befunky

წარმოგიდგენთ დეკემბრის მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.

Avatar: The Way of Water

13 წლიანი პაუზის შემდეგ ჯეიმს კამერონი ეპიკური ბლოკბასტერის მეორე ნაწილს გვთავაზობს. ფილმის სიუჟეტი პირველი ნაწილის ამბებიდან რამდენიმე წელში ვითარდება. მთავარი გმირები ჯეიკი და სალი, შვილს, კირის ზრდიან. საფრთხის გამო ოჯახი საცხოვრებლად პლანეტა პანდორის სხვა ნაწილში, წყლის ტომების ტერიტორიაზე გადადის. წლის ყველაზე სანახაობრივი ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 15 დეკემბერს გამოვა.

Bones and All

Call Me By Your Names-ისა და Suspiria-ს ავტორის, ლუკა გუადანინოს ახალი ფილმში მთავარ როლებს ტეილორ რასელი და ტიმოტი შალამე ასრულებენ. რომანტიკული საშინელებათა ფილმის მთავარი გმირები თანამედროვე კანიბალები არიან. სურათმა გუადანინოს ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო მოუტანა. მთელი არსებით დიდ ეკრანზე 8 დეკემბერს გამოდის.

Violent Night

უცნაური ამბების ვარსკვლავის, დევიდ ჰარბურის მიერ განსახიერებული სანტა-კლაუსი ძალიან შორს არის იმ ლაპლანდიელი მოხუცისგან, რომელსაც მილიონობით ადამიანი სხვა საშობაო ისტორიებიდან იცნობს. მძაფრსიუჟეტიანი კომედიის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში 1 დეკემბრიდან არის შესაძლებელი.

Triangle of Sadness

2022 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ტრიუმფატორი ფილმი. სევდის სამკუთხედი ცნობილი შვედი რეჟისორის, რუბენ ოსტლუნდის ახალი ნამუშევარია. ფილმის ევროპული კინოაკადემიის ხუთ ჯილდოზეა წარდგენილი. გახმაურებული სურათის პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება, ფართო აუდიტორიისთვის ფილმი ხელმისაწვდომი 15 დეკემბრიდან იქნება.

ბილეთების შეძენა და სხვა კინოპრემიერების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამ ბმულზე.

კომენტარები