მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ბრეგაძე სააკაშვილზე: ოპოზიცია მედიის დახმარებით მოსამართლეზე ზეწოლას ცდილობს

სასჯელის გადავადებისთვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი გზები. თუკი ვინმეს სურს, რომ მიმართოს სასამართლოს, ეს არის მისი უფლება. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს მტკიცებულებათა ერთობლიობით  და მხარეებმაც შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. თუმცა, ვხედავთ ძალიან მარტივ და იაფფასიან ხრიკებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ისინი ყველა შესაძლო გზით, მათ შორის, ტელევიზიების გამოყენებით, სხვადასხვა მედიასაშუალებით ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე. ფაქტობრივად, მას წინასწარ ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე; ცდილობენ, ქუჩაში დახვდნენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ, მათ შორის, მედიებმა იმისთვის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. 

კომენტარები