საქართველო-პოლონეთი

დუდა: პოლონელები დიდ პატივს სცემენ საქართველოს, გვახსოვს, როგორ იცავდით ტერიტორიას 2008-ში

პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს, გვახსოვს, თუ როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას 2008 წელს. ჩვენმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ თავისი ღია პოზიცია დააფიქსირა 2008 წელს, როდესაც ჩავიდა საქართველოში და საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება მაშინ, ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველური იყო - მან თქვა, რომ დღეს იყო საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, ალბათ, პოლონეთის რიგიც დადგებოდა ამ აგრესიულ ისტორიაში. პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ მაშინ განაცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წიანააღმდეგ, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს. 

მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს [სალომე ზურაბიშვილს], რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს, როგორც საქართველოს მხარე უკრაინისთვის დახმარების საკითხში. [უკრაინას მიეწოდება] ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს და ჩვენი მხრიდან. ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, ისევე, როგორც სამხედროს, რაც აუცილებელია, რომ უკრაინამ საკუთარი თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან. ბოლო რამდენიმე ათეული საათის განმავლობაში კვლავ არის დიდი თავდასხმები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე. არის უკრაინის ტერიტორიის დაბომბვის ფაქტები, როგორც ვხედავთ, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი. ჩვენ ვიცით, რომ დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას, იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც დაიპყრო არა მარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.  

მე ჩემი, როგორც პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან, ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევრო და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების საკითხში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ასევე შევა NATO-ში. პოლონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ამ მისწრაფებებს და ყოველთვის მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და NATO-ში გაერთიანება საქართველო მეტ კარგ პირობებს მისცემს იმისათვის, რომ ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს. 

ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე. [საზოგადოებრივი მაუწყებლის სინქრონული თარგმანი] 

კომენტარები