საქართველოს საპატრიარქო

ინდოეთში ძროხა სიწმინდეა, ასეთი ძროხები დარბიან მიკროფონებით – მეუფე სტეფანე ჟურნალისტებზე

"ძროხები დარბიან მიკროფონებით" - ამბობს ჟყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე ჟურნალისტებზე საუბრისას.   

მეუფე სტეფანე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები ეკლესიას თავს ესხმიან, სახალხო დამცველი კი ამ საკითხზე არ ლაპარაკობს. 

"რომ ყვირიან და დაიწყეს ჩხუბი - გამოხატვის თავისუფლება და თავდასხმა კრიტიკულ მედიაზეო, ვერ გავიგეთ, რაის კრიტიკული მედიაა, როცა სუფთა პროპაგანდისტი ხარ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებ, როგორც სიმართლეს, ამით გინდა, რომ შენ თავი დაიცვა იმით, რომ შენ კამერა გიკავია და მიკროფონი გიკავია, ამის გამო შენ ხარ ღვთაებრივი ძროხა - ინდოელებს ძროხა ჰყავთ იმად, რა ჰქვია... ძროხა არის, რომელსაც უნდა სიწმინდედ მიუდგე და ასეთი ძროხები დარბიან მიკროფონებით, შენ ამათთან მიმართებაში არ უნდა გქონდეს არაფერი პროტესტი, როდესაც ისინი არასწორად მოქმედებენ". - ამბობს მეუფე სტეფანე. 

კომენტარები