თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, თბილსერვის ჯგუფი გზას წმენდს. მერიის ცნობით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში.
"გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია თბილსერვის ჯგუფის 50-მდე თანამშრომელი და 6 ერთეული სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია. გზის გაწმენდის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც თბილსერვის ჯგუფის, ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს" - ნათქვამია განცხადებაში.





