საქართველო-ევროკავშირი

ვოლსკი: კანდიდატის სტატუსის მიღება რადიკალურ ოპოზიციას საერთოდ გააქრობს

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის თემას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ჩვენი კანონმდებლობის რაღაც გარკვეული მონაკვეთი ჩვენი ქვეყნის ინტერესთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. აუცილებლად გვექნება შესანიშნავი საარჩევნო კოდექსი და კიდევ უამრავი სხვა რამ, რაც ამ 12 პუნქტთან არის დაკავშირებული. მაგრამ, აქ მთავარი შეკითხვა ისმის - საზღვარგარეთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ვინც ევროპარლამენტში ეს ყოვლად უტიფარი რეზოლუცია მიიღო, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო, მათ სჭირდებათ კი ასეთი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ყველაფერს ზედმიწევნით კარგად ვასრულებთ და საქართველოს ინტერესებს ვითვალისწინებთ? მეორე მხრივ, კანდიდატობა სერიოზულ დარტყმას მიაყენებს იმ საპირწონე პოლიტიკურ ძალას, რომელიც, მათ შორის, აი ამ ხალხის მხარდაჭერით გვიპირისპირდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, ხომ ფაქტობრივად ყველანაირ სპეკულაციას დაამთავრებს და კიდევ უფრო დააკნინებს, თუ ამაზე მეტი დაკნინება შეიძლება, რადიკალურ ოპოზიციას. პოლიტიკური სივრციდან საერთოდ გააქრობს. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ TV იმედის ეთერში.

კომენტარები