საქართველო-პოლონეთი

5 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა და ანდჟეი დუდას შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა

5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

მათივე ცნობით, 6 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.

კომენტარები