უკრიანა მოქალაქეებს რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ევაკუაციაში დაეხმარება

Reuters

ხერსონის რეგიონის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მზარდი ბრძოლის შიშის ფონზე, ისინი მოქალაქეებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე ევაკუაციაში დაეხმარებიან. 

რეგიონის გუბერნატორის, იაროსლავ იანუშევიჩის განმარტებით, ოფიციალური პირები გადასასვლელებზე აკრძალვას დროებით ხსნიან, რათა მდინარის მიღმა სოფლებში მცხოვრებ უკრაინელებს დნეპრის გადაკვეთის შესაძლებლობა დანიშნულ პუნქტამდე დღისით მიეცეთ. მისივე თქმით, მდინარის გადაკვეთის აკრძალვა ორშაბათამდე მოიხსნება.

"ამ მხარეში საომარი მოქმედებების შესაძლო გაძლიერების გამო ევაკუაცია აუცილებელია". – წერს იანუშევიჩი Telegram-ზე. 

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

შოიგუს ბრძანებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონის ბრძოლის გარეშე დატოვების ნიშნებს ვერ ხედავენ. აქამდე უკრაინის დაზვერვა ფიქრობდა, რომ რუსეთს, შესაძლოა, დნეპრის მარჯვენა სანაპირო დაეტოვებინა, თუმცა უკრაინული ძალებისთვის შეტყუების მიზნით. საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმაც, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა კომენტარი, თქვა, რომ "ასე არავინ არსად მიდის, თუ ძალას არ გრძნობს" და ხალხს ემოციების თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

კომენტარები