ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი მოკვდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიები ავრცელებენ.
რია ნოვოსტის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება ხერსონის ე.წ. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური. readovka- ს ცნობით, სტრემუსოვი გენიჩესკის მახლობლად, ავარიაში მოყვა.
უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.