Balenciaga

Demna კამპანიაზე: ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს გიხდით არასწორი არჩევანისთვის

ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელი Demna მოდის სახლის კამპანიის Gift Shop-ის [საჩუქრების მაღაზია] ფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის. წერილი დიზაინერმა Instagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

მსურს პირადად მოგიბოდიშოთ არასწორი არტისტული არჩევანისთვის სადღესასწაულო კამპანიის შინაარსის შესახებ. ვიღებ ჩემს პასუხისგებლობას. შეუფერებელი იყო, რომ ბავშვებს რეკლამა გაეკეთებინათ იმ ნივთებისთვის, რომლებთანაც არანაირი კავშირი არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ჩემი ნამუშევრობით ფიქრების პროვოცირება მიყვარს, არასდროს მქონია განზრახვა, რომ ამისთვის ისეთი საშინელი თემა გამომეყენებინა, როგორიც არის ბავშვებთან სასტიკი მოპყრობა, რასაც მე ვგმობ.

საჭიროა ვისწავლო მომხდარისგან, მოვუსმინო და დავკავდე ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობით, რათა გავიგო, თუ როგორ შემიძლია მონაწილეობა მივიღო და დაცეხმარო მათ ამ საშინელი თემის წინააღმდეგ.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შეუარცხყოფილი დარჩა ამ ვიზუალებით და Balenciaga იძლევა გარანტიას, რომ ადეკვატური ზომები იქნება მიღებული არამხოლოდ იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომა არ მომავალში არ განმეორდეს, არამედ ვიღებთ პასუხისმგებლობას ბავშვთა კეთილდღეობის დაცვაში ყველა იმ გზით, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია.

16 ნოემბერს Balenciaga-მ კამპანია Gift Shop-ის [საჩუქრების მაღაზია] ფარგლებში ფოტოები გამოაქვეყნა, რაშიც მონაწილეობას 6 ბავშვი იღებდა. ბავშვებს ხელში სათამაშო დათვის ხელჩანთები ეჭირათ, რომლებსაც ბადისა და ტყავის ელემენტები ჰქონდათ. კამპანიის გამოქვეყნებიდან მალევე, მოდის სახლი მკაცრად გააკრიტიკეს ბავშვების BDSM-ით შთაგონებული ნივთებით პოზირებისთვის.

24 ნოემბერს მოდის სახლი კრიტიკას გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და Instagram-ზე დაწერა, რომ ფოტოებს, რომლებშიც ბავშვები იღებდნენ მონაწილეობს სოციალური მედიის ყველა პლატფორმიდან აიღებდნენ.

"გულწრფელ ბოდიშს ვიხდით ნებისმიერი სახის შეურაცხყოფისთვის, რაც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. სათამაშო დათვის ჩანთები არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი კამპანიაში ბავშვებთან ერთად. ჩვენ სასწრაფოდ წავშალეთ ფოტოები სოციალური მედიის ყველა პლატფორმიდან". - დაწერა მოდის სახლმა.

კომენტარები