Balenciaga

BALENCIAGA-ს დაბრუნება ნიუ-იორკში – საფონდო ბირჟაზე წარდგენილი ახალი კოლექცია

გუშინ, 22 მაისს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Balenciaga-ს ჩვენება გაიმართა. მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, დემნა გვასალიამ 2023 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა, მათ შორის Adidas-თან კოლაბორაციით შექმნილი ტანსაცმელიც.

უკანასკნელად Balenciaga-ს ნიუ-იორკში ჩვენება 2003 წელს ჰქონდა და მაშინ ესპანური მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ნიკოლა გესკიერი იყო. 

საფონდო ბირჟაზე გამართული ჩვენების პირველი ნაწილი მხოლოდ Balenciaga-ს კოლექცია მოიცავდა, სადაც ჭარბად იყო წარმოდგენილი შავი ფერი, ხოლო მეორე ნაწილში მოდის სახლისა და Adidas-ის თანამშრომლობით შექმნილი ტანსაცმელი ვიხილეთ.

დაათვალიერეთ ფოტოები:

კომენტარები