ირაკლი კობახიძე

კობახიძე: მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე, როგორ შეიძლება, უკრაინაში ომია

გთავაზობთ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი. ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ, ანუ ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებთ და აქაც, მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, მათ მშვიდობა აღიზიანებთ ქვეყანაში, იმიტომ რომ ისინი არიან ომის პარტია. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საახალწლო სლოგანზე - თბილისი, მშვიდობის ქალაქი. "მშვიდობას” მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლება კოსნპიროლოგიურ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პროპაგადაში იყენებდა.

კომენტარები