დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ალიევი უარს ამბობს სომხეთ–აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში საფრანგეთის მონაწილეობაზე

Reuters

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში საფრანგეთის მონაწილეობა არ სურს. მან საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან, შარლ მიშელთან 7 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

როგორც ცნობილია, სექტემბრის ბოლოსა და გასულ თვეს პრაღაში, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ასევე, მათი გადაწყვეტილებით, საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისია იმოქმედებდა.

მიუხედავად ზემოაღნიშნული შეთანხმებისა, სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის ჩავარდნის მცდელობაში დაადანაშაულა, საფრანგეთის შუამავლის როლის მოთხოვნის გამო. 

"მაკრონი თავს დაესხა აზერბაიჯანს და დაგვადანაშაულა იმაში, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია". – თქვა ალიევმა ბაქოში საერთაშორისო წარმომადგენლებთან გამართულ კონფერენციაზე.

მისივე მტკიცებით, საფრანგეთის ლიდერმა "ანტიაზერბაიჯანული პოზიცია" დაიჭირა და "შეურაცხყოფა" მიაყენა ბაქოს.

"ნათელია, რომ ამ პირობებში, ამ დამოკიდებულებით, საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის ნაწილი ვერ იქნება". – ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მას სურს შეინარჩუნოს დისკუსიების "პრაღის ფორმატი", რომელშიც მაკრონი და მიშელი მონაწილეობდნენ.

ასევე, მაკრონმა რუსეთი ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობის გაღვივებაში რუსეთი დაადანაშაულა. ამასთან ერთად, მან სომხეთის სუვერენიტეტის მხარდაჭერა ფაშინიანთან სატელეფონო ზარისას დაადასტურა.

15 ნოემბერს საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის მთავრობას აზერბაიჯანისთვის, სომხეთსა და მთიან ყარაბაღზე თავდასხმების გამო, სანქციების დაწესებას სთხოვს.

რეზოლუცია გმობს 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის თავდასხმებს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე და ბაქოს სომხეთიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს, ამას გარდა, სენატი იმეორებს სენატის 2020 წლის რეზოლუციას, საფრანგეთის მთავრობისთვის მთიანი ყარაბაღის აღიარების მოწოდებაზე. ასევე, რეზოლუცია ითხოვს გარანტიებს ლაჩინის დერეფნისთვის, რომ ეს მიმართულება უცვლელი დარჩეს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ხელახალი ზრდა სექტემბერში დაიწყო, როცა საზღვარზე მასშტაბური შეტაკებები მოხდა. სომხეთის ინფორმაციით, შეტაკებების დროს მათ 200-მდე სამხედრო დაკარგეს. ბაქო კი აცხადებდა, რომ შეტაკებებს, აზერბაიჯანის მხარეს, 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.

კომენტარები