ენმ

ხაზარაძე: თუ ენმ-ს მერაბიშვილი დაუბრუნდება, თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავთ

პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების.

ამბობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. 22 ნოემბერს ენმ-ს გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვანო მერაბიშვილი უჭერს მხარს. 

კომენტარები