ქართული ოცნება

ზარქუა ზურაბიშვილზე: ეს ადამიანი არის არაადეკვატურობა

მნიშვნელობა არ აქვს, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. როცა დანაშაული არის ჩადენილი, მიდგომაა ასეთი, რომ მან სასჯელი უნდა მოიხადოს. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე, ისევე როგორც პატიმარ გვარამიაზე. მათ კონკრეტულ ბრალდებებზე აქვთ მისჯილი კონკრეტული ვადით პატიმრობა. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ის განსაკუთრებით ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ ნაცების ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი, თქვა, რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო და ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი. 

მიუხედავად იმისა, რომ თქვა, არა და არასდროსო, შეწყლებას არ გამოვრიცხავ, ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, ქალბატონ პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ქალბატონ სალომეს მართებს, რომ ინსტიტუცია დაიცვას. ასე შეურაცხყოფდნენ და ამის შემდეგ ადგე და იმ გუნდის ბელადი შეიწყალო, მე არ ვიცი.

ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

კომენტარები