გამყვანი ტურიზმი

III კვარტალში ქვეყნიდან ყველაზე ხშირად საყიდლებზე გადიოდნენ – უმეტესად თურქეთსა და რუსეთში

თბილისის აეროპორტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას, რომლის მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან 693.4 ათასი გასვლა აღირიცხა. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს 3.9-ჯერ აღემატება.

ამ მაჩვენებლიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობამ 531.8 ათასი შეადგინა. 

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით ასეთია:

  • თურქეთი - 57.9%;
  • რუსეთის ფედერაცია - 14.6%;
  • სხვა ქვეყნები - 11.5%;
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 8.8%;
  • სომხეთი - 6.2%;
  • აზერბაიჯანი - 1.0%.

საზღვარგარეთ ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 6.3-ს შეადგენდა.

ვიზიტების კატეგორიზაცია მიზნის მიხედვით ასეთია:

  • საყიდლები - 43.7%;
  • მეგობრების/ნათესავების მონახულება- 21.7%;
  • პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 15.5%;
  • დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 14.4%;
  • მკურნალობა, გაჯანსაღება - 2.3%;
  • სხვა - 2.3%.

2022 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას ჯამურმა ხარჯმა 539.4 მილიონი ლარი შეადგინა. საშუალოდ, ვიზიტისას 1014.1 ლარი იხარჯებოდა. აქედან საყიდლებზე 231 მლნ ლარი (მთლიანი ხარჯის 42.8%) დაიხარჯა.

კომენტარები