გამყვანი ტურიზმი

I კვარტალში საზღვარგარეთ ვიზიტებისას 332.8 მლნ ლარი დაიხარჯა

ახალი წელი რომში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ საზღვარგარეთ 619.9 ათასი გასვლა აღირიცხა, რაც 8.5%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

ვიზიტებისას გაწეული ხარჯების ჯამური რაოდენობა 332.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4%-ით ნაკლებია. საშუალო ხარჯი ვიზიტისას 0.7%-ით შემცირდა და 735.6 ლარი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, სულ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 241.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 10.5%-ით ნაკლებია.

ვიზიტების მიზნებს შორის ყველაზე ხშირი მეგობრებისა და ნათესავების მონახულება იყო, რაც ვიზიტების 34.5%-ს მოიცავდა.

ყველაზე მეტი ვიზიტი აღირიცხა თურქეთსა (37.4%) და აზერბაიჯანში (22.2%). სოხმეთზე ვიზიტების 11.1% მოდიოდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებზე 15.2%.

კომენტარები