გამყვანი ტურიზმი

აპრილ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში ყველაზე მეტჯერ საყიდლების მიზნით გავიდნენ – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოდან უცხოეთში ყველაზე მეტჯერ (42.5%) საყიდლების მიზნით გავიდნენ. ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში შესრულდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის II კვარტალში აღრიცხეს საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 515.2 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.6-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

კომენტარები