რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსეთი თქვენს ტერიტორიაზე პროვოკაციას გეგმავს" – უკრაინის გენშტაბი ბელარუსებს მიმართავს

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
РИА Новости

უკრაინის გენშტაბმა ბელარუსი ხალხის მიმართ სასწრაფო მიმართვა გააკეთა. მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთი, შესაძლოა, ბელარუსის ტერიტორიაზე პროვოკაციას გეგმავდეს. სავარაუდო სამიზნეებად ენერგეტიკული ობიექტები სახელდება. ამას გარდა, მიმართვა ბელარუსებს მოუწოდებს, რომ მთავრობას უკრაინასთან ომში ჩათრევის უფლება არ მისცენ.

"რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები თქვენს ტერიტორიაზე პროვოკაციებს ამზადებენ, მათი ტერაქტების სამიზნე შეიძლება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, კერძოდ ოსტროვეცის ატომური ელექტროსადგური იყოს". – ნათქვამია მიმართვაში. 

მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთი ბელარუსის ომში ჩათრევას "ყველა გზით" ცდილობს.

"უკრაინა თქვენს ქვეყანას, მით უმეტეს თქვენს ხალხს, მტრად არ თვლის... ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვგეგმავთ ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაირი აგრესიული მოქმედების ჩატარებას. ეს უკრაინის ოფიციალური პოზიციაა. დღეს თითოეულ ადამიანზე ბევრი რამაა დამოკიდებული, თქვენი სიფხიზლისა და სიტუაციის გაგების იმედი გვაქვს". – ნათქვამია მიმართვაში. 

კომენტარები