საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე: ჩვენ დღემდე გვყავს საბჭოთა მემკვიდრეობის ცრუ პატრიარქი

ეკლესიაში კიდევ ერთხელ შემოვკრათ განგაშის ზარი, ვინაიდან პატრიარქის ამ კონკრეტულმა პოზიციამ და ამ სვლამ კიდევ ერთი ლუსტრაცია მოახდინა იმისა, რომ ჩვენ დღემდე გვყავს საბჭოთა მემკვიდრეობის ცრუ პატრიარქი. 

არ არსებობს მეტი სერიოზული მიზეზი. ე.ი. მოსკოვის პატრიარქის მოწოდება და მისი საერთოდ როგორც იდეოლოგის როლი ამ ომში. როდესაც მოსკოვის საპატრიარქო ამართლებს ამ უსამართლო ძალმომრეობას, ეს არის აბსოლუტურად საკმარისი საფუძველი, რომ სინოდმა საკითხი განიხილოს. 

სინოდი შეიკრიბოს თეოლოგებთან ერთად, იყოს ეს გამჭვირვალე სხდომა და განვიხილოთ, თუ ვისთან გვაქვს საქმე და აუცილებლად დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ეკლესიისთვის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შესახებ, თუ არ შეინანებს მოსკოვის საპატრიარქო და ამ ომის და ზოგადად მიმდინარე მოვლენების მიმართ არ შეცვლის თავის სტატისტიკას. ანტიქრისტიანულს თუ არ შეცვლის ქრისტიანულად.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ტვ პირველის ეთერში ეხმაურება რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვას. საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს უსურვებს "ჯანმრთელობასა და ყველა ღვთიურ სიკეთეს". ასევე, "თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის".

კომენტარები