რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

The Telegraph: ბრიტანეთმა უკრაინას Brimstone-ის გაუმჯობესებული რაკეტები გაუგზავნა

Brimstone-ის ტიპის რაკეტა

ბრიტანული მედია, The Telegraph-ი წერს, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მაღალი სიზუსტის, ლაზერული სამიზნის მქონე Brimstone 2-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა. ამ რაკეტებს აქამდე გადაცემულ Brimstone-ებზე ორჯერ მეტი რადიუსი გააჩნიათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინელები რაკეტების დასამონტაჟებლად და გადასატანად სატვირთო მანქანებსა და სხვა სახის ტრანსპორტს მოდიფიკაციას უტარებენ, მიუხედავად იმისა, რომ, ჩვეულებრივ, Brimstone-ებს ჰაერიდან უშვებენ.

ბრიტანეთმა უკრაინას Brimstone-ის ტიპის რაკეტები პირველად ექვსი თვის წინ გაუგზავნა. გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ თვეში ბრიტანეთის ძალების სამაუწყებლო სამსახურის კადრებში ჩანდა, რომ სამეფო საჰაერო ძალები გასაგზავნად რაკეტის გაუმჯობესებულ ვარიანტებს ამზადებდნენ.

თვითმფრინავიდან გაშვებული Brimstone 2-ს დაახლოებით 60 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. რაკეტის დანიშნულება, ძირითადად, ხმელეთზე მოძრავი სამიზნეების განადგურებაა.

სოციალურ ქსელებში გასულ ხანებში გავრცელდა კადრები, როგორ ისვრიან უკრაინელი სამხედროები Brimstone-ის ტიპის რაკეტებს მოდიფიცირებული მანქანებიდან.

კომენტარები