რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა – უკრაინის წარმომადგენელი

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსი დამნაშავეების დასასჯელად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა და რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იეჰორ ჩერნევმა გაავრცელა.

"NATO-ს ყველა, 30-ივე წევრმა ქვეყანამ უკრაინის დელეგაციის წინადადებებს მხარი დაუჭირა. ასეთი ტრიბუნალის შექმნა შესაძლებელს გახდის, გასამართლდნენ არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალოდ ჩამდენები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელებიც. ეს რეზოლუცია ნატოს წევრი ყველა ქვეტნის მთავრობასა და პარლამენტს გადაეგზავნება". - ამბობს ჩერნევი.

იეჰორ ჩერნევის თქმით, რეზოლუცია უკრაინისთვის არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოიცავს. მათ შორის არის:

  1. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა
  2. უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება
  3. უკრაინისთვის მიყენებული ზიანისათვის რუსეთის ფედერაციისგან რეპარაციების აღების მექანიზმის შექმნა

ჩერნიშევის თქმით, რეზოლუცია აგრეთვე ითვალისწინებს პრინციპს, რომ ალიანსი უკრაინას მხარს იქამდე დაუჭერს, სანამ ამის საჭიროება იქნება.

 

კომენტარები