სურსათის ეროვნული სააგენტო

სეს: შპს ლიდერს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს ლიდერის ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს ლიდერს (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. 16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა.

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე". - წერია განცხადებაში.

კომენტარები