ჩრდილოეთ კორეა

G7: გაერომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ ზომები უნდა მიიღოს

KCNA via REUTERS

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვების საპასუხოდ მნიშვნელოვანი ზომები უნდა მიიღოს.

"ჩრდილოეთ კორეის ქმედებები საერთაშორისო საზოგადოების ერთიან და მკაცრ პასუხს მოითხოვს". - ნათქვამია აშშ-ის, იაპონიის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მინისტრების განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეამ 18 ნოემბერს გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც იაპონიის ტერიტორიული წყლების მახლობლად, მის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

სამხრეთ კორეის სარდლობის თქმით, ჩრდილოეთმა რაკეტა ფხენიანის სუნანის რაიონიდან ისროლა. რაკეტა იაპონიის სანაპიროდან 200 კილომეტრში ჩამოვარდა. იაპონელი მაღალჩინოსნების თქმით, მას ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა იმისთვის, რომ აშშ-ს ტერიტორიასაც მისწვდომოდა. მარტის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როც ჩრდილოეთ კორეის რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

აქამდე, გასულ დღეს ფხენიანმა კიდევ ერთი, შედარებით მცირე ზომის რაკეტა გამოცადა, რაც იყო მათი "უფრო ხისტი სამხედრო პასუხის" გაფრთხილება აშშ-ს მიერ რეგიონში მოქმედებების მიმართ.

ფხენიანის მიერ კონტინენტთაშორისი რაკეტის გამოცდა ბოლო კვირაში მეორედ, წელს კი მერვედ მოხდა.

კომენტარები