ოკუპირებული აფხაზეთი

არძინბა: მზად ვართ, ირანთან ურთიერთობა გავაფართოოთ

ინალ არძინბა

"აფხაზეთი ირანთან კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის მზად არის". - თქვა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოხუმში რუსეთის ელჩთან, მიხეილ შურგალინთან შეხვედრისას.  

"მზად ვართ ირანთან ჩვენი კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის. ვხედავთ ურთიერთობების განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს. დღეს ირანს გლობალური უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს".- თქვა არძინბამ.

8 ნოემბერს მოსკოვში ირანის საელჩოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები ეწვივნენ. ინალ არძინბამ და ახსარ ჯიოევმა ირანის ელჩს რუსეთში კაზემ ჯალალის ტერორისტული აქტის შედეგად 15 ადამიანის დაღუპვა მიუსამძიმრეს. არძინბამ საელჩოში ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ "აფხაზეთისთვის საინტერესოა ირანის სახელმწიფოს განვითარებაზე დაკვირვება".

კომენტარები