ქართული ოცნება

კობახიძე ივანიშვილზე: გამოვიდნენ და პირდაპირ, კაცურად დააწესონ ეს სანქციები

სანქციებზე საუბარი მუდმივად ისმის – ხან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს, ხან EPP (ევროპის სახალხო პარტია) ემუქრება, ხან ევროპარლამენტში ემუქრებიან და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილმა წერილში თავადაც განაცხადა, რომ მის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებს. ანუ მისგან ელიან რაღაცას და იმის გამო, რომ ამ რაღაცას არ აკეთებს, ანუ არ ბრუნდება მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში რაღაცის გასაკეთებლად, მიდის მასზე შანტაჟი არაფორმალური მეთოდებით. მოქმედებს ერთგვარი არაფორმალური სანქციები – მას გაჩერებული აქვს თანხები შვეიცარიაში.

როცა მუქარა მოდის, გამოვიდნენ და პირდაპირ, კაცურად დააწესონ ეს სანქციები. 6 თვეა გრძელდება ეს საუბარი, რომ სანქციებს დავაწესებთ. გამოვიდნენ და დააწესონ სანქციები. პირდაპირ თქვან და საზოგადოებაც უფრო კარგად გაიგებს, რას ითხოვენ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილისგან. [...] როცა რაღაც გინდა, ასე ირიბად კი არ უნდა წახვიდე შანტაჟზე, გამოდი და პირდაპირ თქვი, რა გინდა, მათ შორის, გამოიყენე შესაბამისი მეთოდები ამისათვის. გამოვიდნენ და თქვან, აი, ვაწესებთ სანქციებს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები