რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კუბილიუსი: ევროპარლამენტი შეთანხმდა ტექსტზე, რაც რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერად აღიარებს

Baltics.news

ევროპარლამენტარისა და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრის, ანდრიუს კუბილიუსის ცნობით, ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწია რეზოლუციის ტექსტზე, რომელიც რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებს.

როგორც კუბილიუსი აღნიშნავს, ევროპარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის საკითხზე შეთანხმება 4-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა. მისივე თქმით, ტექსტში ხაზგასმულია სიტყვები – "ევროპარლამენტი რუსეთს აღიარებს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ და ქვეყანად, რომელიც ტერორისტულ საშუალებებს იყენებს".

ზემოხსენებული რეზოლუციის მიღება ევროპარლამენტის 21-24 ნოემბრის სესიაზე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ პოლონეთის სენატმა და ესტონეთის პარლამენტმაც აღიარა. აგვისტოში კი მსგავსი რეზოლუცია მიიღეს ლატვიის და ლიტვის პარლამენტებმა.

კომენტარები