ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 1.24 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 3.56 თეთრით. 17 ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7272 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8207 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე თითქმის 10 თეთრით ძვირია. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.78 ლარია, ხოლო ევროსი - 2.87 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.74 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.83 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები