დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის 7 ახალ საქმეზე ბრალი წარუდგინა.
მომჩივანი ერთი ადამიანი, მისი თქმით სექსუალური ძალადობის სხვადასხვა შემთხვევები 2001-2004 წლებში მოხდა. მსახიობი სასამართლოს წინაშე 2023 წლის ივნისში წარდგება.
კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში რამდენიმე ადამიანმა 2017 წელს დაადანაშაულა. ერთ-ერთი ბრალმდებელი მსახიობი ენტონი რეპი იყო. 2022 წლის ოქტომბერში რეპის საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
დიდი ბრიტანეთის პროკურატურა ოსკაროსანი მსახიობის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელს მეორედ ადგენს. 2022 წლის მაისში სპეისის წინააღმდეგ სასამართლოში სექსუალური ძალადობის 4 საქმე აღძრა. ორი თვის შემდეგ მსახიობი სასამართლომ ოთხივე საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.
კევინ სპეისი ყველა ბრალდებას უარყოფს.