კევინ სპეისის საქმე

მასაჟისტი, რომელმაც კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, გარდაიცვალა

Variety.com

მასაჟისტი კაცი, რომელმაც კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, გარდაიცვალა.

კაცი ამბობდა, რომ სამი წლის წინ მსახიობმა ის თავის მალიბუს სახლში სექსუალურად შეავიწროვა და ამიტომ, მან კევინ სპეისის სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და თავდასხმის გამო უჩივლა.

კევინ სპეისის მასაჟისტის ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს.

მასაჟისტი თავის სახელს მალავდა და მედიებს ჯონ დოს სახელით გაეცნო. ის ყვებოდა, რომ 2016 წლის ოქტომბერში კევინ სპეისის მალიბუს სახლში იმყოფებოდა, როდესაც მსახიობმა მას გენიტალიებზე ხელი ძალით მოაკიდებინა.

მაშინ, საქმე ლოს-ანჯელესის უზენაესმა სასამართლომ მიიღო წარმოებაში, თუმცა შემდეგ საქმე ფედერალურ სასამართლოს გადაეცა და მისი განხილვა 2020 წლის მაისისთვის გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაგრძელდება საქმი განხილვა, როდესაც მთავარი მომჩივანი გარდაცვლილია.

ივლისში, მასაჩუსეტსის სასამართლომ კევინ სპეისის წინააღმდეგ 18 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის საქმე შეაჩერა, რადგან მომჩივანმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

გარდა ამ შეჩერებული საქმისა, პოლიცია კევინ სპეისის წინააღმდეგ კიდევ ექვს საქმეს იძიებს, რომლებიც 1996 წლიდან 2013 წლამდე პერიოდს მოიცავს.

59 წლის კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში რამდენიმე ადამიანმა მას შემდეგ დაასახალე, რაც 2017 წელს ენტონი რეპმა განაცხადა, რომ 14 წლის ასაკში 26 წლის კევინ სპეისიმ მასზე იძალადა. მსახიობმა მაშინ წერილი გამოაქვეყნა და მოზარდზე ძალადობის ფაქტი არ უარყო, ასევე წერილშივე დაწერა რომ ის გეია.

კომენტარები