კევინ სპეისის საქმე

ჯუდი დენჩი კევინ სპეისის ფილმიდან მოხსნას აკრიტიკებს

BBC.com

ჯუდი დენჩმა განაცხადა, რომ თავისი "კარგი მეგობრის", კევინ სპეისის ბოლო ფილმიდან მოხსნა არასწორი იყო.

"ქმრის გარდაცვალების შემდეგ, კევინ სპეისთან ერთად ფილმზე მუშაობა "ფასდაუდებელი კომფორტი" იყო" - თქვა მსახიობმა.

ოსკაროსანი მსახიობი ათეულობით ადამიანმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მათ შორის არასრულწლოვნებთან - ის ბრალდებებს უარყოფს.

"ახლა ისტორიას უნდა გადავხედოთ და ამოვჭრათ ყველა ვინც რაღაც მხრივ ცუდად მოიქცა, ან კანონი დაარღვია, ან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა?" - აცხადებს 83 წლის მსახიობი.

სექსუალური შევიწროების ბრალდებებმა რეჟისორ რიდლი სკოტს აიძულა, რომ კევინ სპეისის როლი ფილმში "All the Money in the World", სადაც ის ნავთობმაგნატის როლს ასრულებდა, თავიდან გადაეღო კრისტოფერ პლამერის მონაწილეობით.

კევინ სპეისთან ასევე შეწყვიტა თანამშრომლობა Netflix-მა და ის House of Cards-ის ფინალურ სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს.

კომენტარები