რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული რაკეტები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. მისივე ინფორმაციით, 4 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს

"კიეველებო, დარჩით თავშესაფრებში, ახლა ორი აფეთქება დაფიქსირდა დედაქალაქში".- ნათქვამია განცხადებაში.

დაზარალებულთა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა ინფორმაცია დაადასტურა. აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ გამოაქვეყნა ვიდეო ადგილიდან. 

კომენტარები