რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: უკრაინა გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/Yves Herman/File Photo

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოსეფ ბორელმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს.

"უკრაინა გადაწტვეტს, როგორ მოიქცეს. ჩვენი მოვალეობაა, მათ მხარი დავუჭიროთ". – 

Washington Post-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს პირად საუბრებში მოუწოდებს, რომ გამოხატონ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ღიაობა და აღარ განაგრონ საჯარო განცხადებები, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ პუტინის გარეშეა შესაძლებელი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის არსებული რეალობის გათვალისწინებით.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დაიწყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების პატივისცემა, რათა მომავალში დიალოგი შესაძლებელი იყოს. 

მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ასევე ისაუბრა უკრაინის მმართველი ფრაქციის, ხალხის მსახურის ლიდერმა, დავით არახამიამ. მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა, შესაძლოა, 2023 წლის მეორე ნახევარში გაჩნდეს. ამის შესახებ მან 12 ნოემბერს, ტელემარათონის დროს ისაუბრა. 

კომენტარები