სამბო

ელენე ქებაძემ სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველი სამბისტი +80 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ფინალში მან სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანის დამარცხება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ორჯერ მოახერხა. პირველად მან ეს 2018 წელს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეძლო.

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ელენე ქებაძეს ახალგაზრდული ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატიც აქვს მოგებული.

კომენტარები