წყლის მიწოდების შეზღუდვა

GWP: ნაძალადევსა და ჩუღურეთის რაიონებში წყლის მიწოდება 20 საათით შეიზღუდება

GWP-ს ინფორმაციით, 14 ნოემბერს ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აქედან გამომდინარე, GWP-ს ცნობით, გადაუდებელი სამუშაოები 14 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 15 ნოემბერს დილის 08:00 საათზე დასრულდება.

სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთში წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

უიარაღოს, ნოსტეს, კახიანის, ძმობის, მუშათას, წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კისისხევის, წაღვერის, კაჭრეთის, კონდოლის (ლევან თიგიშვილის), მაღაროს, კოდალოს, ლოტკინის ხევი, ენისელის, მესხის, ღუდუშაურის, მიტინგის და ქართლელიშვილის, ურიდიას (ყოფილი ჩოდრიშვილის), რევაზ ინანიშვილის ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში: 

ივერთუბნის დასახლებას (ხეხილ სანერგე მეურნეობა) რეხის, მახათას აღმართის, სამურზაყანოს, სარკინეთის, ცხრა ძმის, აფხაზეთის, მარუაშვილის, სამშვილდის, ზაზიშვილის III შეს, აჭარის, ტყეკულტურის, მანგლისის, არგვეთის, მეუნარგიას N65-79 (კენტებს), N 58, 64, 66, 68, დავითაშვილის, თამარაშენის, ლამის, ბაგრატიონის, ჯაბაურის, სიღნაღის, ღოღობერიძის, მნათობის ქუჩებს.
 

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge".- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები