წყლის მიწოდების შეზღუდვა

GWP: 26 სექტემბერს საბურთალოს რაიონის ნაწილს წყლის მიწოდება 10 საათით შეუწყდება

GWP-ს ცნობით, 26 სექტემბერს, სოფელ დიღომში, ანდრონიკაშვილის და ცინცაძის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური  ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც , 26 სექტემბერს 11:00-დან  21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოსს რაიონში:

სოფ. დიღომში: ანდრონიკაშვილის, დოლიძის, ყიფშიძის, სარგის კაკაბაძის, ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ბატონიშვილის, რენე შმერლინგის და როსტევანის ქუჩებს, როსტევანის 1 ჩიხს, ავთანდილი 1 ჩიხს, ცინცაძის და რჩეულიშვილის ქუჩებს ჩიხებით, საქალაქო სასამართლოს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge".- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები