წყლის მიწოდების შეზღუდვა

GWP: 12 სექტემბერს წყლის მიწოდება საბურთალოს 10 სთ-ით, დიდუბის რაიონს კი 17 სთ-ით შეუწყდება

GWP-ს ცნობით, 12 სექტემბერს,მიცკევიჩის ქუჩა N23-თან წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მათი ინფორმაციით, მომხმარებლებისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კომპანიის ჯგუფები სამუშაოებს ღამის განმავლობაში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 სექტემბრის ღამის 23:00 საათიდან 13 სექტემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 
საბურთალოს რაიონში - მიცკევიჩის, ცაგარელის, ბურძგლას, საირმის, ქართველიშვილის, სიმონ სხირტლაძის, რამიშვილისა და ტანძიის ქუჩებს, ტაშკენტის  N1-10, საირმის გორას.

ასევე GWP დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე გადაერთებით  სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რის გამოც ხვალ, 12 სექტემბრის ღამის 21:00 საათიდან 13 სექტემბრის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

სამტრედიის, აგლაძის, წყალტუბოს ქუჩა N1-4, მირცხულავას ქუჩა N10,12,14,16, ცაბაძის ქუჩა N1-4, ხოშარაულის ქუჩა N27, 29-ს, კოსმონავტების და დგებუაძის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობი - http://www.gwp.ge".- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები